კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადლიის მაცხოვრებლები ექსპროპრიაციას ეწინააღმდეგებიან

16 თებერვალი, 2010

15 თებერვალს ადლიის დასახლების მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებდნენ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომლითაც მათი საცხოვრებელი ტერიტორიის ექსპროპრიაცია უნდა მოხდეს.

ექსპროპრიაციის სანაცვლოდ სახელმწიფო მოქალაქეებზე ნაკვეთების რეალურ ღირებულებაზე ნაკლები თანხის გადაცემას აპირებს. ბათუმის მერიის მიერ დაქირავებული ექსპერტთა ჯგუფის, შპს „ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგის“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნით, ზღვისპირა ზოლში 1 კვ.მ მიწის ნაკვეთი 67 ლარად არის შეფასებული, მაშინ როდესაც  კერძო აუდიტმა, კვ. მეტრის ფასად _ 1 500 ლარი დაასახელა.

გულიკო ვარდმანიძე, ადგილობრივი მცხოვრები: „აქედან არაფრით არ წავალ, თუნდაც ტრაქტორით გადამიარონ. ჩაგვაბარონ გასაღებები ისეთივე გარემონტებული ბინებისა, როგორსაც ჩვენ გვინგრევენ ან მიწა შეგვიფასონ რეალურ ფასად!“

აქციას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მოსახლეობა აქციების გამართვას ბათუმის მერიის შენობასთანაც გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება ტერიტორიის ექსპროპრიაციის შესახებ შესაძლოა, იმ შემთხვევაშიც შესრულდეს, თუკი მოსახლეობა შეთავაზებულ პირობებს არ დაეთანხმება. ადლიის ტერიტორიაზე ბათუმის აეროპორტთან მისასვლელი ავტობანის გაკეთებაა დაგეგმილი.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები