კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთო 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

17 თებერვალი, 2010

ეუთო 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება - ამის შესახებ 17 თებერვალს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, კანატ  საუდაბაევთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა ლალიაშვილის თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი დეტალები, კონკრეტულად რა მასშტაბის იქნება სადამკვირვებლო მისია. „შეხვედრაზე განვიხილეთ ორი ძირითადი თემა - უსაფრთხოება და დემოკრატია. საუბარი გვქონდა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე. მივიღეთ პირობა, რომ ეუთო გააძლიერებს მუშაობას“, - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატია და უსაფრთხოება ეჭვქვეშ დგება.

„ხაზი გავუსვით იმ რეალობას, რაც ქვეყანაში არსებობს. ვისაუბრეთ უსაფრთხოების და დემოკრატიის საკითხებზე. კერძოდ ვთქვით, რონ უსაფრთხოებას და დემოკრატიას ამ ხელისუფლების პირობებში დიდი პრობლემები აქვს. ყველა ოპოზიციონერმა ერთხმად დააფიქსირა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს და ირღვევა ადამიანის უფლებები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კანატ საუდაბაევს ოპოზიცია სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე; „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ეროვნულ–დემოკრატიული პარტიიდან“ გურამ ჩახვაძე, „ლეიბორისტული პარტიის“ საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე, „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა და „ახალი მემარჯვენეებიდან“ მანანა ნაჭყებია.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები