კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლის დახმარების პროგრამის პრიორიტეტებს გამგებლები არჩევენ

17 თებერვალი, 2010

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სოფლის დახმარების პროგრამის პრიორიტეტებს მუნიციპალიტეტების გამგებლები არჩევენ.

ცენტრის კორესპონდენტებმა გურჯაანის 5, ყვარლის 3, ლაგოდეხის 3, თელავის 6, დედოფლისწყაროს 4  და ახმეტის 3 სოფელში სულ 420 რესპონდენტი გამოკითხეს. გამოკითხვა 11, 12, 13, 15 თებერვალს კარდაკარის და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა. დასმული იყო ორი შეკითხვა: იცით თუ არა რომ სოფლის დახმარების პროგრამა ხორციელდება? მიიღეთ თუ არა მონაწილეობა იმ პრობლემების გამოკვეთაში, რისი მოგვარებაც პროგრამის ფარგლებში გსურთ?

გამოკითხულთაგან 287 რესპონდენტს სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არა აქვს. 64-მა რესპონდენტმა განაცხადა, რომ სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ ინფორმაცია აქვს, ოღონდ მის განხორციელებაში მონაწილეობა არ მიუღია. 11-მა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ სოფელში გამგეობის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაატარეს, თუმცა ხალხი წინასწარ არ ყოფილა გაფრთხილებული. 58-მა რესპონდენტმა კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

ოფიციალური ინფორმაციით, პრობლემები, რაზეც სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხები უნდა დაიხარჯოს, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში უკვე გამოკვეთილია.

კახეთის რვა რაიონს სოფლის დახმარების პროგრამით 5 014 996 ლარი გამოეყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 31 სოფელს 830 257 ლარი ერგო; ყვარლის რაიონის 22 სოფელს 437 185 ლარი; ლაგოდეხის რაიონის 39 სოფელს 886 593 ლარი; საგარეჯოს რაიონის 43 სოფელს 744 653 ლარი; სიღნაღის რაიონის 23 სოფელს 521 640 ლარი; თელავის რაიონის 28 სოფელს 668 884 ლარი; ახმეტის რაიონის 38 სოფელს 568 508 ლარი; დედოფლისწყაროს რაიონის 16 სოფელს 357 277 ლარი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები