კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

18 თებერვალი, 2010

სახალხო დამცველი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების თემაზე ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩაატარებს.
 
კონკურსის მონაწილეებმა 2010 წლის 18 თებერვლიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობის (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გაზეთში გამოქვეყნებული სტატია უნდა წარმოადგინონ. იგი უნდა უკავშირდებოდეს შემდეგ თემატიკას: საქართველოს ეთნოსთაშორის და/ან რელიგიათშორის ურთიერთობებს; საქართველოს ეთნოსებისა და/ან მოქმედი რელიგიების ყოველდღიურობას, კულტურასა და თავისებურებებს; ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს განვითარების პოტენციალს; უმცირესობების მდგომარეობას საქართველოში; საზოგადოებაში შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის პრობლემას; საზოგადოებაში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით არსებული სტერეოტიპების ანალიზს; შეუწყნარებლობასთან, დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებასა და მის ასახვას საქართველოში; სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობათა სხვადასხვა ასპექტებს.

გამოქვეყნებული პუბლიკაცია საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებას, მრავალფეროვნების კულტურის პატივისცემასა და ზემოჩამოთვლილ საკითხებზე დისკუსიის ინიცირებას უნდა უწყობდეს ხელს.

კონკურსში გამარჯვებულებს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია გამოავლენს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური სიგელებითა და პრიზებით. სტატიების შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ოქტომბერი.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები