07:45, Wednesday, 22.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

18.02.2010
საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. რუსული მედიის ცნობით, 1990-იანი წლების შემდეგ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებებით მიყენებული ზარალის კომპენსაციის სახით თბილისი რუსეთისგან ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. კონკრეტული დანაკარგის გარდა, საქართველო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელ ირიბ დანაკარგზეც მიანიშნებს.

როგორც Времени новостей-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ განუცხადა, მიყენებული ზარალის დათვლა კომისიას დაევალა. აღნიშნულ საკითხს პარლამენტი განიხილავს, რის შემდეგაც შესაძლოა, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დეტალურად გადაამოწმებს მიყენებული ზარალის ოდენობას და მოამზადებს სარჩელებს. 

მისივე თქმით, 1998 წლის შემდეგ საქართველოს დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა. თითქმის ამდენივეა შემდგომი პერიოდის დანაკარგი. კომპენსაციის თანხაში შედის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული კომპანიების საქმიანობით მიყენებული ზარალი. სტრასბურგის სასამართლოში შევა ასევე  სარჩელები ქართველი დევნილების საკუთრების დაკარგვით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.

საპარლამენტო ოპოზიცია სარჩელის შეტანას რუსეთის მიმართ პოლიტიკურ მოტივაციით ხსნის. ქრისტიან-დემოკრატების წევრი ნიკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ „საქართველოს მხრიდან კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა წმინდა პოლიტიკური ჟესტია და გამორიცხულია, რუსეთმა რამე გადაიხადოს“.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ თბილისს გაუჭირდება საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის დასაბუთება: „საქართველოს შეუძლია იჩივლოს საერთაშორისო სასამართლოში, მაგრამ რამდენად იქნება ეს სარჩელი დასაბუთებული. ვფიქრობ, ამას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება. რუსეთი არ დაეთანხმება სარჩელს, რადგან ასეთ შემთხვევაში ირიბად აღიარებს, რომ არღვევდა კანონს. შესაძლებელია, საქართველომ რუსეთს შეუქმნას პრობლემები საერთაშორისო ინსტანციებში“.

www.ambebi.ge; მომზადებულია www.newsru.com -ისმიხედვით

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC