კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ ვახტანგ კომახიძის განცხადებას ეხმაურება

18 თებერვალი, 2010

ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველო“ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიერ შვეიცარიის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ სამშობლო დატოვა და შვეიცარიაში თავშესაფარი მოითხოვა. ფონდი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამართლიანად ჩატარდება და მას  სამშობლოში ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

კომახიძემ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი რამდენიმე  დღის წინ სთხოვა. ჟურნალისტის  თქმით, საქართველოში მისი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე  ექმნება მისი და მისი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ვახო კომახიძე ამჟამად ჟენევაში, ლტოლვილთა თავშესაფარში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვახო კომახიძის განცხადებებზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები