კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბახუტოვის საქმეს მძიმე შემთხვევად აფასებს

26 თებერვალი, 2010

ალექსი ბახუტოვის საქმე გავლენიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში მოხვდა და მძიმე შემთხვევად არის შეფასებული.

„კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა ალექსეი ბახუტოვის საქმეა. მას
ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობა ძალდატანებით აღიარებინეს. საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით, მან დანაშაულის ორი თანამონაწილეც დაასახელა. ბახუტოვს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ „მოკლული“ ცოცხალი იყო. ამის მიუხედავად, ბახუტოვი ციხიდან არ გაუთავისუფლებიათ. მას ამჯერად მკვლელობის მცდელობაში დასდეს ბრალი და ერთი წლის შემდეგ გამოუშვეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

თელავის პოლიციის თანამშრომლებმა ბახუტოვი ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობის ბრალდებით 2007 წლის 27 ივნისს დააკავეს. სამართალდამცავებმა მისგან აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მიიღეს. წამების ფაქტზე სს საქმე აღძრული არ არის.

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები