სტრასბურგში ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტების სარჩელი გაიგზავნება
09.03.2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მორიგ სარჩელს აგზავნის. როგორც „მედიანიუსს“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლია მუხაშავრიამ განუცხადა, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, რა დროსაც სპეცრაზმმა ჟურნალისტური კორპუსის დევნა განახორციელა.
სტრასბურგისთვის მომზადებული სარჩელი ამჟამად 12 ჟურნალისტის მონაწილეობით შედგა, მათ შორისაა: თეა სიჭინავა, დიანა ტრაპაიძე, ჯონი კალანდაძე, გიორგი ახვლედიანი, ირაკლი მოსეშვილი, თენგიზ მეზურნიშვილი, ნინო საყვარელიძე, გიორგი რუხაძე, ანა გოჩაშვილი, ნათია მიქიაშვილი, ლევან ვეფხვაძე და მაგდალინა ანიკაშვილი. მოსარჩელე მხარე სტრასბურგში საქართველოს პროკურატურის არაეფექტურ გამოძიებას და ევროკონვენციის გარანტირებული უფლებების დარღვევას ასაჩივრებს.
ლია მუხაშავრიას განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტების შემთხვევაში დაირღვა მათი სიცოცხლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის უფლება, პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის უფლება და ინფორმაციის თავისუფლების უფლება.
„ყველა გარემოება მიუთითებს, რომ ჟურნალისტებზე განხორციელდა მიზანმიმართული ზეწოლა სწორედ ჟურნალისტური - პროფესიული ნიშნით. ჩვენ კი არ გვინდა, რომ ამ კლიენტების საქმე უბრალოდ მოვიგოთ, გვსურს, მათი ნამდვილად დარღვეული უფლებები აღდგეს. მართალია, „იმედში“ სპეცრაზმის შესვლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ დღემდე არავინ დაუკითხავთ და არც ეს გამოძიება დასრულებულა“, - განაცხადა მუხაშავრიამ.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის ნოემბერში „იმედის“ ჟურნალისტებმა საქართველოს პროკურატურაში ერთობლივი საჩივარი შეიტანეს, სადაც ტელეკომპანიის 130-მდე თანამშრომელი საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. მომჩივანმა მხარემ ორი შეხსენებითი განაცხადითაც მიმართა პროკურატურას. ტელეკომპანიის ყოფილი ჟურნალისტების სარჩელი გაეცნო ტელეკომპანიის იმჟამინდელი მეპატრონე ჯოზეფ ქეისაც, თუმცა სარჩელი სტრასბურგში აღარ გადაგზავნილა. ამ პერიოდში სახელმწიფომ მედიაჰოლდინგს, სასამართლოს ჩაურევლად, 3 500 000 ლარი გადაუხადა, რაც დაზიანებული ტექნიკური ზარალის ასანაზღაურებლად გაღებულ თანხა იყო.
„მედიანიუსი“
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

