კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით, ელჩები განმარტებას მოითხოვენ

15 მარტი, 2010

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 13 მარტს გასული „მოდელირებული ქრონიკით“ საერთაშორისო თანამეგობრობა სამართლიანად შეშფოთდა. ამის  შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 15 მარტს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.

კალანდაძის ინფორმაციით, პირადად მას რამდენიმე ელჩი დაუკავშირდა და სასწრაფოდ მოხდა მათი ინფორმირება.  

 რაც შეეხება თავად გადაცემის შეფასებას, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საგარეო უწყება ამის შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან „იმედი“ დამოუკიდებელი ტელეკოპანიაა.

„ეს არის დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობა. სახელმწიფო უწყება ამ საკითხზე ვერც დადებით და ვერც უარყოფით კომენტარს ვერ გააკეთებს. პირადად ჩემთვის ეს იყო შემაშფოთებელი. საზოგადოების პროტესტი სრულიად სამართლიანია. სამართლიანად შეშფოთდა საერთაშორისო თანამეგობრობაც“, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.    

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ობიექტურად შეაფასებს აღნიშნულ ინციდენტს და სახელმწიფოს მონაწილეობას ამ სიუჟეტში არ დაინახავს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები