კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, „მოდელირებულ ქრონიკას” ვითარების დესტაბილიზება შეეძლო

17 მარტი, 2010

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, „მოდელირებულ  ქრონიკას“ სიტუაციის დესტაბილიზება შეეძლო. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მისიის ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნდა.

 მისია შეახსენებს დაინტერესებულ მხარეებს, რომ “მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო გადაცემებს ადმინისტრაციულ საზღვრებთან სიტუაციის სერიოზული დესტაბილიზაციის პოტენციალი აქვს და შესაძლებელი იყო, სახიფათო და არსებითი ინციდენტები მომხდარიყო”. 

„მივმართავთ პასუხისმგებელ პირებს, მომავალში მთლიანად გაიაზრონ მათი ქმედებების მნიშვნელობა. ეს უნდა პასუხობდეს ყველას ინტერესს, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა“, - ნათქვამია მისიის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „მოდელირებული ქრონიკის“ შემდეგ ევროპელი დამკვირვებლები მუდმივად სწავლობენ ადმინისტრაციულ საზღვრებთან არსებულ მდგომარეობას. მონიტორების შეფასებით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მდგომარეობა „იმედის“ გადაცემის შემდეგ მშვიდია, თუმცა დაფიქსირდა მოსახლეობის შეშფოთება.

„გადაცემის მსვლელობისას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რუს მესაზღვრეებთან და დე ფაქტო ხელისუფლებასთან „ცხელი ხაზის“ საშუალებით მუდმივ კონტაქტში ვიყავით. შევძელით, დაგვერწმუნებინა ისინი, რომ გადაცემა მოდელირებული იყო და გადავამოწმეთ, რომ მათი მზადყოფნის დონე უცვლელი რჩებოდა“, - აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.  

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები