კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავარი პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2009 წელს დანაშაული შემცირდა

22 მარტი, 2010

საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკურმა სამმართველომ 2009 წელს რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. პროკურატურის ინფორმაციით, ანალიზი ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წელთან შედარებით, 2009 წელს დანაშაულებზე წინასწარი გამოძიების დაწყების მაჩვენებელი შემცირდა 3.1%-ით, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაული შემცირდა 26%-ით.

საქართველოს მაშტაბით 10 000 მოსახლეზე აღრიცხული დანაშაულის ოდენობა 2009 წელს ოთხი ერთეულით ნაკლები იყო 2008 წლის ანალოგიურ მონაცემზე.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულია ქურდობა თბილისში, დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, თუმცა მისი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16,3%-ით შემცირდა.

წინასწარი გამოძიების დაწყების მაჩვენებელი შემცირდა ასევე ისეთ გავრცელებულ დანაშაულებზე, როგორიცაა: ძარცვა -14%-ით, ყაჩაღობა - 34%-ით, ხულიგნობა - 21%-ით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა - 19,4%-ით.

სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან, საანგარიშო პერიოდში წინა წელთან შედარებით შემცირებულია ისეთი დანაშაულები, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა - 40,4%-ით, განზრახ მკვლელობის მცდელობა - 22%-ით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა  - 52%-ით.

2008 წელთან შედარებით, მოიკლო ყაჩაღობამ 17 ერთეულით (28,8%-ით) და თაღლითობამ 11 ერთეულით (68,8%-ით).

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები