იმედის სიუჟეტს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
23.03.2010
ტელეკომპანია „იმედის“ 13 მარტის მოდელირებულ სიუჟეტს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტო „იტარ-ტასი“ ავრცელებს. თბილისში მცხოვრები სოხუმიდან დევნილი, 75 წლის ვანო ნასარიძე ინსულტის შეტევით გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ნასარიძის ახლობლების ცნობით, ავადმყოფი კვირას თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მას მძიმე და ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ვანო ნასარიძემ მხოლოდ რამდენიმე დღეს იცოცხლა.
„იმედის“ სიუჟეტს მანამდე კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირის მცხოვრები, 50 წლის გაიოზ ოდიშელიძე გულის შეტევით გარდაიცვალა.
„სიუჟეტის მსვლელობის დროს წამოიყვირა „ეს რა ხდებაო“ , შემდეგ გულში ტკივილები იგრძნო და ძირს უგონოდ დავარდა“- განაცხადა გარდაცვლილის შვილმა ალეკო ოდიშელიძემ. მან სასწრაფო მაშინვე გამოიძახა, მაგრამ ექიმებმა ავადმყოფის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ რომ ტელეკომპანია „იმედმა“ 13 მარტს 20 წუთიანი იმიტირებული სიუჟეტი უჩვენა, რომელშიც საუბარი იყო ოპოზიციის ამბოხებაზე, სააკაშვილის მკვლელობაზე და საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ, რუსეთის საბრძოლო ოპერაციაზე. მხოლოდ სიუჟეტის გასვლამდე მაყურებლის გაფრთხილება საკმარისი არ აღმოჩნდა.
თაკო ხუციშვილი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

