თქვენ ითხოვეთ დენი და მოგეცათ დენი! - სააკაშვილი მარნეულში მესიასავით ლაპარაკობდა
24.03.2010
ამბობენ, ადამიანი სადაც არ უნდა წავიდეს თავისი ცოდვები მუდამ თან დაჰყვებაო, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში ასე არ ხდება. მარნეულში აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ნოვრუზ ბაირამის მისალოცად მისულ პრეზიდენტს გზად არც შვილმკდარი მამები და არც საკუთრებაჩამორთმეული ადამიანები დახვედრიან.
მარნეული ის შემთხვევაა, სადაც პრეზიდენტის ჩამოსვლისთვის ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელებს მოქალაქეების ხვეწნით მიყვანა არ უწევთ. აქ ხალხი თვითონაც მიდის და უხერხულობას ტაშის დაკვრაც არ უქმნით.
„თქვენ გახსოვთ, როგორი იყო აქ ცხოვრება ჩემი პრეზიდენტად არჩევის დროს. დიდი ამოცანების წინაშე ვიდექი! მარნეულს არ ჰქონდა დენი. თქვენ ითხოვეთ დენი და ახლა უპრობლემოდ მარაგდება აქაურობა“, – ასე მიმართა პრეზიდენტმა თავშეყრილ ადამიანებს.
მას შემდეგ, რაც მოსახლეობას აზერბაიჯანულად დღესასწაული მიულოცა, სააკაშვილი სხვა „საჩუქარზეც“ გადავიდა: „მე მინდა, იცოდეთ, რომ წლევანდელი წლიდან ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აზერბაიჯანელმა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა გამარტივებული პროგრამით ჩააბარონ, რათა არ მოგიწიოთ საქართველოდან წასვლა, რათა ჩააბაროთ ყოველგვარი პროტექციის, ქრთამისა და ჩაწყობის გარეშე!“
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ყოველწლიურად აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს გაზაფხულისა და ახალი კალენდრის დასაწყისად, დღისა და ღამის გათანაბრებად და ახალ წელიწადად მიიჩნევენ.
მარნეულში ჩასაულმა პრეზიდენტმა „ვარსკვლავთბიჭუნას“ როლი კარგად მოირგო. გამოსვლა არაერთხელ შეაწყვეტინეს შეძახილებით: „მიშა! მიშა!“ ზოგჯერ კი მის გვერდით მდგომი ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე კი საუბარს აწყვეტინებდა: „ეს წინადადება ვთარგმნოთ?“
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

