„ნიუ ენერჯის“ მუშები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ
24.03.2010
სამშენებლო კომპანია „ნიუ ენერჯის“ თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. მათ ხელფასები უკვე სამი თვეა, არ აუღიათ. მათი განცხადებით, ხელფასი საათში 1 ლარით და 60 თეთრით იყო განსაზღვრული.
„იანვრიდან ვმუშაობ და დღემდე თეთრი არ შემიტანია სახლში. კი, მაგრამ ეს ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დახურული?! ჩვენ ჩვენი ხელფასი გვინდა!“
„გვეუბნებიან - ამ დღეს იქნებაო, მაგრამ მერე არ არის. შემდეგ სხვა დღეს გვეუბნებიან. ასე რამდენ ხანს უნდა ველოდოთ? ვინაობას ვერ გეტყვით, კარგია თუ ცუდი, ამ სამუშაოსაც დავკარგავ“.
მუშების განცხადებით, პროტესტი რამდენჯერმე გამოთქვეს, თუმცა ხელმძღვანელობამ დუმილის სანაცვლოდ, სახელფასო დავალიანების რამდენიმე დღეში დაფარვის პირობა დადო, რაც დღემდე არ შესრულებულა.
„აღნიშნული სამშენებლო ფირმა არის ვანო მერაბიშვილის ფირმა. როგორც წესი, ეს ხალხს აშინებს. ჩვენი ხელისუფლების წესია, რომ შეჭრივებულ ადამიანებს ამუშავებენ და ხელფასსაც არ აძლევენ. თუ პროტესტს გამოხატავენ, აუღებელი ხელფასის გარეშე დატოვებენ“, - აცხადებს „ხალხის პარტიის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, ჯუმბერ თავართქილაძე.
იმ შემთხვევაში, თუკი მათი პრობლემები არ მოგვარდება, „ნიუ ენერჯის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ინფორმაციაზე მუშაობისას ფირმის წარმომადგენლებისაგან კომენტარი ვერ მოვიპოვეთ, რადგან საკონტაქტო ტელეფონებზე ისინი არ პასუხობენ.
მაკა მალაყმაძე, აჭარა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

