ნატო „მოდელირებულ ქრონიკას“ უსარგებლოდ მიიჩნევს. როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „იმედის“ რეპორტაჟი არაჭკვიანური და უსარგებლო იყო.
„ნატო ამ ტელერეპორტაჟს პოზიტიურად ვერ განიხილავს“, - აღნიშნა აპატურაიმ.
ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენლემა ეს განცხდება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრის წინ გააკეთა. შეხვედრა ბრიუსელში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობის ფარგლებშია დაგეგმილი.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით 13 მარტს „ქრონიკის“ „მოდელირებული გამოშვება“ გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა; გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციისა და ქართული ჯარის მტრის მხარეზე გადასვლის შესახებაც.
ტელეკომპანია „იმედის“ ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.
„ინტერპრესნიუსი“