კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საწვავის მაფია ანგარიშსწორებაზე გადავიდა

29 მარტი, 2010

საზოგადოებრივი აქციის „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“ მონაწილეები მათზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ. საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ცნობით, რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი ვარდიაშვილს. დიდ დიღომში, პეტრიწის ქ. #14-ში თავდასხმა მოხდა გიორგი ვარდიაშვილზე, რომელმაც აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

„დიდ დიღომში, პეტრიწის ქ. #14-ში, როცა იგი თავის საცხოვრებელ სახლთან იდგა, მახლობელი საცხოვრებელი კორპუსიდან მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მისი მიმართულებით გაისროლეს. გიორგი ვარდიაშვილი და მანქანასთან მდგომი მოქალაქეები უვნებლად გადარჩნენ. დაზიანებულია ავტომობილი. მომხდართან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე, გამოიძახეს საგამოძიებო ჯგუფი“, - აღნიშნულია აქცია „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე შეფასებით, ეს არის საწვავის ბიზნესთან დაკავშირებული მაფიის მხრიდან მოძრაობის დაშინების მცდელობა.

„როგორც სჩანს, ამ სფეროში მუშაობენ არა ცივილიზებული ბიზნესის, არამედ მაფიის პრინციპებით. არ აღმოაჩნდათ რა არანაირი არგუმენტი საწვავის გაუმართლებლად მაღალი ფასების დასასაბუთებლად, საწვავის ბიზნესის უკან მდგომი მაფია დაშინების მეთოდებზე გადავიდა და ამას გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს - დაგვიცავით გათავხედებული მაფიური კლანებისგან, თუ არა და ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არადემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ყველაფერს მაფიები განაგებენ და ჩვენს მშვიდობიან, სამართლიან აქციას შევწყვეტთ“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები