კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით გამყრელიძე: „ხელისუფლება სტამბების დახურვით პრესის განადგურებას იწყებს“

29 მარტი, 2010

„საუბარია იმაზე, რომ ამ ჯგუფმა თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია ყველა სახის ბიზნესი, დააწესა სრული კონტროლი გარე რეკლამაზე, სატელევიზიო რეკლამაზე, საყოფაცხოვრებო საქონელზე, საკვებ პროდუქტებზე და ა.შ. ამჯერად უგულავა და კეზერაშვილი საგამომცემლო საქმიანობას მიადგნენ. საკუთარი სტამბა გააკეთეს, როგორც კი ის გაუშვეს, ამის პარალელურად, სხვადასხვა მიზეზით, ძირითადად ფინანსური კონტროლის მიზეზით, დაიწყეს სტამბების გაჩერება“, - აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით - „ხელისუფლება სტამბების დახურვით პრესის განადგურებას იწყებს?!“

„გაჩერდა „სეზანი“, გაჩერდა, მე როგორც ვიცი, კიდევ რამდენიმე სტამბა და მათი გეგმა არის, რომ ყველა გააჩერონ, მოკლან, დახურონ, მეპატრონეებს გააყიდინონ და ამ საქმეშიც მონოპოლიას მიაღწიონ. ამით ისინი, ერთი მხრივ, მომგებიან ბიზნესს ჩაიგდებენ ხელში და მეორე მხრივ, დააწესებენ კონტროლს ბეჭდვით მედიაზე, ასევე ეცდებიან, გააკონტროლონ სარედაქციო პოლიტიკაც“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით გამყრელიძე და კითხვას - „გამოსავალი რა არის?“ პასუხობს: „გამოსავალი ის არის, რომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე, არც ერთი ხმა არ უნდა დავკარგოთ და ეს ხელისუფლება შევცვალოთ - ჯერ უგულავა მოვაცილოთ თბილისის ბიუჯეტს და თავისი გავლენის სფეროებს, შემდეგ კი სააკაშვილი გავუშვათ თავის გუნდიანად. ეს არის გამოსავალი“.

„კიდევ ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას“, - განაგრძობს გამყრელიძე - „უკვე იკვეთება, რომ ხელისუფლებაში განსაზღვრული გუნდი იწყებს ბრძოლას ხელისუფლების აღებისთვის. ისინი უყურებენ, რომ 2012 წელს კი არა, არამედ უფრო ადრეც შეიძლება დადგეს სააკაშვილის წასვლის საკითხი და ახლა ცდილობენ, ფინანსები და მედია იყოს მათი კონტროლის ქვეშ. არჩევნებში წარმატების საფუძველს სწორედ ფული და მედია წარმოადგენს. ახლა უგულავა-კეზერაშვილი-კოდუას ჯგუფი ძალიან გამოიკვეთა ამ მიმართულებით. ისინი ძალიან სერიოზულ ფინანსებს აკონტროლებენ და ცდილობენ, გააკონტროლონ ბეჭდვითი მედიაც, აღარაფერს ვამბობ ელექტრონულ მედიაზე. „რუსთავი 2“ სწორედ ამ ჯგუფის მიერ კონტროლდება. მეტსაც გეტყვით - ახალ სტამბაში იბეჭდება ჟურნალი „ტაბულა“, რომლის სარედაქციო კოლეგია ძალიან საინტერესოა - „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები სულ იქ არიან. ამ ჟურნალის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია გიგა ბოკერიას მეუღლე. ამ ჯგუფმა ჯერ პრესის გავრცელებას დაადო ხელი. ვისია ეს ახალი ჯიხურები, რომლებიც ქალაქში დაიდგა? კეზერაშვილის! ასევე მიისაკუთრეს ლატარია. მე არ ვიცი, რომელი ქვეყანაშია ლატარია კერძო მესაკუთრეების ხელში. ყველა ქვეყანაში ლატარია არის ნაციონალური კომპანიების ანუ სახელმწიფოს საკუთრებაში სრულად. აქ არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ესეც კეზერაშვილის ხელშია. გარწმუნებთ, როგორც კი არჩევნები ჩაივლის, თუკი ამათ გაიმარჯვეს, კიდევ უფრო გართულდება საქმე ყველა მიმართულებით“.

„ინტერპრესნიუსის“ პრესის მიმოხილვის მიხედვით

ახალი ამბები