კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გეგუთის საპყრობილეში პატიმრებს აწამებენ

29 მარტი, 2010

სამი გარდაცვლილი პატიმარი ბოლო ორი თვის პერიოდში - ასეთია ვითარება გეგუთის მე-8 საპყრობილეში. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე შემთხვევა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრებზე განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლას უკავშირდება.

აღნიშნული ვითარების შესახებ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც განაცხადა. მან განმარტა, რომ პატიმართა მიმართ ძალადობის შემთხვევები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა.

ფაქტებს ადასტურებს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე. მისი თქმით, პატიმართა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირება საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის გაუქმების შედეგია. 

„ჩვენ შევდიოდით და ადგილზე ვნახულობდით, რა ვითარება იყო. ვესაუბრებოდით პატიმრებს და იქიდან ამბავიც გამოგვქონდა. ვაიძულებდით შესაბამის უწყებებს, პატიმრებისთვის დახმარება აღმოეჩინათ (საჭიროების შემთხვევაში გადაეყვანათ საავადმყოფოზე). დღეს კი, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და შესაბამისად, ფაქტიც სახეზეა“, - აცხადებს მანაგაძე.    

აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ვერსია ჯერ არ წარმოუდგენია მთავარ პროკურატურას.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები