ახმეტის გამგებელს თავი ბაყბაყდევი ჰგონია
30.03.2010
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს მის დაუკითხავად რაიონში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად შესვლას არ ურჩევს. „ჩემი ნებართვის გარეშე რომ დადიხართ, ეგრე სად არის?! ან გამგეობაში რომ შემოდიხართ და ინფორმაციას ითხოვთ, არ უნდა მოხვიდეთ და არ უნდა მკითხოთ, რა გინდათ?! ან გამაფრთხილებთ ხოლმე წინასწარ, როცა ახმეტაში მოდიხართ რაიმე საქმეზე, ან რაც დაგემართებათ, მე პასუხისმგებლობას ვიხსნი“, - განაცხადა ახმეტის გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტთან სატელეფონო საუბრისას.
ამასთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში არ დაიტოვეს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის განცხადება, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ. აპარატის უფროსმა, ივერი წითელაურმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ გამგებელმა განცხადებაზე რეზოლუციის დადებაზე უარი თქვა, რის გამოც წერილს ვერ დაიტოვებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი დამოუკიდებელი ჟურნალისტისგან მოითხოვს, „მის სამოქმედო ტერიტორიაზე“ შესვლამდე გამგებელი გააფრთხილოს, სად მიდის და რა საკითხზე.
„ყვარელში, სოფელ ახალსოფელში მოსახლეობას უნდა შევხვედროდი. ადგილობრივებმა წინასწარ მაცნობეს, რომ გამგეობას ერთჯერადი ფინანსური დახმარების გასაწევად არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან გამსახურდიას ტელეფონით დავუკავშირდი, მდგომარეობა ავუხსენი და ამ საკითხზე კომენტარის ჩასაწერად შეხვედრა ვთხოვე. ამან გამგებლის გაღიზიანება გამოიწვია. მან საყვედური გამოთქვა იმის გამო, მე მასთან შეუთანხმებლად ვმართავდი მოქალაქეებთან შეხვედრას და ხალხის პრობლემებს ვისმენდი. მისი აზრით, მე მოსახლეობის პროვოცირებას ვახდენდი და გამგებლის მიმართ ხალხში უარყოფით განწყობას ვქმნიდი. შევეცადე გამგებლისთვის ამეხსნა, რომ არ ვარ ვალდებული სად, ვისთან და რა საკითხზე ვმართავ შეხვედრებს, მასთან შევათანხმო. ამის შემდეგ გამგებელმა შეხვედრაზე უარი განაცხადა და პირველ მოადგილესთან გადამამისამართა“, - აღნიშნავს რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტი ხათუნა გოგაშვილი.
კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, მისთვის მისაღებია, თუ მუნიციპალიტეტის გამგებელი ჟურნალისტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში პირადად გაესაუბრება. „რაც შეეხება გამგებლების მხრიდან იმ ტიპის მოთხოვნებს, რაც თქვენ თქვით, მე ვერ ვიტყვი, რომ ტყუილს ამბობთ, მაგრამ უნდა გავარკვიო. გუბერნატორის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტების გამგებლების საქმიანობაში ვერ ჩაერევა“, - განაცხადა სიბაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

