კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

IRI-ის გამოკითხვის მონაწილეთა 49% ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

1 აპრილი, 2010

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოკითხულთა 49% აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

 ასეთი შედეგები აჩვენა კითხვამ: „მომდევნო კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, მისცემიდით თუ არა ხმას“.

გამოკითხულთა 49%-მა თქვა, რომ არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, სავარაუდოდ დიახ – 29%, ნამდვილად არა – 7%, სავარაუდოდ არა – 5%, არ ვიცი, არ მაქვს პასუხი  – 10%.

 კვლევისას რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა, ეთანხმებიან თუ არა ისინი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. პასუხები ასე განაწილდა: კატეგორიული წინააღმდეგი ვარ – 35%, ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები – 14%, სრულად ვეთანხმები – 8%, ნაწილობრივ ვეთანხმები – 17%, არ ვიცი, არ მაქვს პასუხი – 26%.

კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IRI-სა და USAID-ის დაფინანსებით ჩატაარა. სულ  გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული საქართველოს 1 800 მოქალაქე; აქედან -  1000 საქართველოს რეგიონებში, ხოლო 800  - დედაქალქში.  

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები