კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ბოშათა გაერთიანება „რომა“ დაფუძნდა

1 აპრილი, 2010

კახეთში ბოშათა გაერთიანება „რომა“ დაფუძნდა. გაერთიანების ოფისი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში განთავსდა, სადაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტი ბოშა ოჯახი ცხოვრობს.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა ვენერა იუნენკო-მარტყოფლიშვილმა განაცხადა, ორგანიზაცია ეთნიკურ უმცირესობათა ევროპული ცენტრის დახმარებით შეიქმნა. ორგანიზაციის მიზნებია: ბოშათა უფლებების დაცვა, ბოშების განათლება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ბოშების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

„მინდა, რომ ბოშებმა წერა-კითხვა იცოდნენ და არ ეძახონ მათ „ფუი, ციგნებიო“. ჩვენი სოფლიდან 13 ბავშვი დედოფლისწყაროს სკოლაში დადის, დანარჩენებმა უარი თქვეს. სოფელში არც საბავშვო ბაღი გვაქვს, არც მაღაზია, არც ექიმი, ერთი სიტყვით, არაფერი არ გვაქვს“, - აღნიშნავს ვენერა იუნენკო.

სოფელ ლენინოვკაში ბოშათა 18 ოჯახი თითქმის 40 წელია რაც ცხოვრობს. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში მხოლოდ 4 ოჯახია ჩართული, დანარჩენებს დაბადების მოწმობები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები