კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი მელაშვილი: „ამომრჩეველთა რიცხვი ერთი მილიონით არის გაყალბებული“

6 აპრილი, 2010
2010 წლის ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა რიცხვი თითქმის მილიონამდეა გაზრდილი. ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 3 მლნ 600 ათასი ამომრჩეველი, რომელიც ამომრჩეველთა სიაში ირიცხება, არარეალურია, რადგან იგივე რაოდენობის მოქალაქეებმა 1990 წელს ჩატარებულ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც დღემდე ქვეყნის მოსახლეობა ერთი მილიონით შემცირდა.

„ამის თქმის საფუძველს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები იძლევა. კერძოდ, 3 მილიონ 600 ათასამდე ამომრჩეველი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით, დღეს საქართველოში არსებობს, 1990 წელს ფიქსირდებოდა, როდესაც საქართველოში 5 მილიონ 500 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა და არჩევნებში აფხაზეთსა და ოსეთში მაცხოვრებლებიც იღებდნენ მონაწილეობას. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით კი, დღეისთვის საქართველოში 4 მილიონ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ამომრჩეველთა რაოდენობა კი იგივე რჩება. გამოდის, რომ საქართველოში აღარ არიან ბავშვები და მომავალი თაობა“, - აღნიშნა მელაშვილმა.

მისივე თქმით, ამავე მონაცემებით, საქართველოში 15 წელს ზევით მაცხოვრებელთა რიცხვი მხოლოდ 2 759 200 ადამიანია, აქედან 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა 1 917 000, ყველა კატეგორიის პენსიონერი კი 842 200, რაც ჯამში 2 759 200 ადამიანს შეადგენს და რასაც საარჩევნო სიაში უნდა გამოაკლდეს 15-დან 18 წლამდე მოზარდები.

„ამ წლების განმავლობაში ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, ვიდრე საქართველოში ბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, 2003 წლიდან ქვეყანაში ამომრჩეველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ცესკოს მონაცემებით, გამოდის, რომ საქართველოში 88% ამომრჩეველია, როცა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოსახლეობის 65%, უკიდურეს შემთხვევაში კი მხოლოდ 75% შეიძლება იყოს ამომრჩეველი. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ოპოზიციამ, პირველ რიგში, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უნდა მიაღწიოს, რისთვისაც აუცილებელია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ „ეროვნული ფორუმის“ მიერ ინიცირებული და ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების კანონმდებლობაში ასახვა. ასეთი სისტემით საქართველოში არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს. ამ ეტაპზე „ეროვნული ფორუმის“, სხვა ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების უმთავრესი მიზანი უნდა გახდეს არჩევნების ჩატარება სისტემით: ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა!“ - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრი“

ახალი ამბები