კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება

6 აპრილი, 2010
კახეთში ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება. პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტების გამოაშკარავება და კონკრეტული საქმეების ჟურნალისტური გამოძიება; საგამოძიებო ჟურნალისტიკის პოპულარიზაცია ინტერნეტ-გავრცელების გზით და მოსახლეობის წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა.

„კახეთის რეგიონში მედიის არც ერთი საშუალება არ მუშაობს ჟურნალისტურ გამოძიებებზე. 2009 წელს მხოლოდ ჩვენს მიერ მომზადდა ორი ჟურნალისტური გამოძიება. რეგიონში მოქმედმა ტელეკომპანიებმა უარი უთხრეს სტუდია „მონიტორს“ მათ მიერ მომზადებული ფილმების ეთერში გაშვებაზე. ადგილობრივი ტელეკომპანიების ეთერი და რეგიონული გაზეთები ჟურნალისტური გამოძიებებისათვის მთლიანად დახშულია. ის, რომ რეგიონში ჟურნალისტური გამოძიებები არ ტარდება, ხელს უწყობს კიდევ უფრო არადემოკრატიული გარემოს შექმნას“, - აღნიშნავს პროექტის დირექტორი გელა მთივლიშვილი.

პროექტს მხარი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა დაუჭირა. პროექტი ნაწილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისა - „საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“, რომელსაც ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციაა, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის სანდო და პროფესიულ დონეზე, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვით მომზადებული ინფორმაციის მიწოდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები