კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანოს უკრაინული დემოკრატია არ მოსწონს

7 აპრილი, 2010

ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ნამდვილი დემოკრატია პატიოსანი არჩევნების ჩატარებას ნიშნავს, საქართველო კი სწორედ ასეთი ქვეყნაა.

ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც გამოცემის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

მერაბიშვილის მტკიცებით, საქართველოში სიტყვის თავისულფებას არავინ ზღუდავს. ჟურნალისტ ოლგა ალიონოვას შენიშვნაზე, რომ საქართველოში სატელევიოზიო არხებს ხელისუფლება აკონტროლებს, ხოლო უკრაინაში მრავალი თავისუფალი ტელეარხია, მერაბიშვილი პასუხობს, რომ „ეს დემოკრატიას სულაც არ ნიშნავს“.

„უკრაინაში გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელმაც მოწინააღმდეგეს მხოლოდ 3 პროცენტით მოუგო. ეს 3 პროცენტი კი,  ერთ-ერთ ოლქში ამომრჩევლის 97-პროცენტიანი დასწრების ხარჯზე მოიპოვა. უკრაინის დასავლეთ რეგიონებში არჩევნებზე მივიდა ხალხი, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურდა. აღმოსავლეთ რეგიონებში კი, ყველა მივიდა. ნამდვილი დემოკრატია ის არის, როცა ხელისუფლება პატიოსნად ატარებს არჩევნებს. თქვენ გინახავთ საქართველოში რეგიონი, სადაც  ამომრჩევლის 97 პროცენტი მოსულიყო?!“ - აცხადებს მერაბიშვილი.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, თუ „გაიშნიკი“ 200 გრივნაზე ნაკლებ ქრთამს იღებს, ჯარიმის სახით 500 აშშ დოლარს იხდის და სამუშაო ადგილს ინარჩუნებს.

„ჩემთვის ეს წარმოუდგენელი რამ არის. ეს დემოკრატიაა? ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება. ჩვენთან მობილური ტელეფონების მოპარვაც კი შეწყვიტეს, რადგან მობილურის ქურდობისთვის ხუთი წლით ცხიეში ჩაჯდომა ემუქრებათ“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ჟურნალისტის მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, ხისტი მეთოდებთ დაამყაროს დემოკრატია, ხოლო უკრაინაში ყველაფერი სხვაგვარად არის, ვანო მერაბიშვილი პასუხობს  - უკრაინაში კანონს არ ნერგავენ და ამიტომ იქ კანონმდებლობასთან დკავშირებით სერიოზული პრობლემებია.

„დემოკრატიული უკრაინა – ეს კლიშეა. წარმატებულები, უბრალოდ, არ უყვართ. „სამოსნები“ კი, უყვართ. ამიტომ როცა უკრაინაში იუშჩენკომ წააგო, ყველამ თქვა, რომ ეს დემოკრატიაა. საქართველოში სააკაშვილმა მოიგო და ყველამ თქვა, რომ დემოკრატია არ არსებობს. დღეს ყველას ამ კლიშესი სწამს“, - აცხადებს მერაბიშვილი. 

კითხვაზე, შესაძლოა, დასავლეთი იმან გაახარა, რომ იუაშჩენკოს წასვლასთან ერთად უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი ამოიწურა, ხოლო საქართველო-რუსეთის კონფლიქტი გრძელდება, მერაბიშვილი პასუხობს, რომ იანუკოვჩი 6 თვის შემდეგ „რუსეთს წაეჩხუბება“.

„როგორც კი საქმე ფულისა და თანმდებობეbის გაყოფას შეეხება, იანუკოვიჩი მოსკოვს წაეჩხუბება. როცა პუტინი მოსთხოვს, რომ რომელიმე თავისი კადრი გარკვეულ თანამდებობაზე დანიშნოს ან ვინმეს ინტერესები გაითვალისწინოს, მათი მეგობრობა დასრულდება. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც“, - აცხადებს მერაბიშვილი.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები