კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცისკარიშვილი ოკუპანტებთან სტალინის ძეგლის აფეთქებაზე მოლაპარაკებებს ადასტურებს

8 აპრილი, 2010

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის მიერ რუს ოკუპანტებთან სტალინის ძეგლის აფეთქების საკითხზე მოლაპარაკებებს ადასტურებს.

„ამ საკითხზე გივი თარგამაძე რუს გენერლებს მაშინ ესაუბრა, როცა იგი დატყვევებული ჯარისკაცების გათავისუფლების პროცესში უშუალოდ იყო ჩართული, ხოლო ოპოზიციის ლიდერები ჩირგვებში იმალებოდნენ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც განხილვის მთავარ თემად იქცა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მიერ რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში გაკეთებული სკანდალური განცხადებები.

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სტალინის ძეგლის აფეთქების სანაცვლოდ გივი თარგამაძემ რუს სამხედროებს სოლიდური თანხა შესათავაზა, მაგრამ მათთვის ძეგლი ძვირფასი აღმოჩნდა და არ ააფეთქეს.

„მაშინ, როცა რუსული ჯარი ქართულ სოფლებსა და ქალაქებს ანადგურებდა, მათთვის ერთადერთი წმინდა სტალინის ძეგლი აღმოჩნდა“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

თვითონ გივი თარგამაძეს ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. თარგამაძე 8 აპრილს პარლამენტში დღის მეორე ნახევრისთვის გამოცხადდა. „პირველს" პირადად მასთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცა. თუმცა, სააგენტოს თხოვნით, თარგამაძეს მობილური ტელეფონით მისი დაცვის წარმომადგენელი დაუკავშირდა. საპასუხო SMS-ში თარგამაძემ განაცხადა, რომ „დღეს პრესასთან სასაუბროდ ვერ მოიცლის“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები