კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით უსუფაშვილი: „მერაბიშვილის ინტერვიუ სცილდება სამართლებრივ, პოლიტიკურ, ზნეობრივ, მორალურ და ყველანაირ ჩარჩოებს“

8 აპრილი, 2010

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის მიერ გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუს სულ მცირე, მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.

„როცა სახელმწიფოს წარმომადგენელი და შს მინისტრი ისეთ თემებზე საუბრობს, როგორიცაა ევროპასთან ურთიერთობა, სტალინის ძეგლის აფეთქება, რუსებისთვის ფულების შეთავაზება და ა. შ. და ისეთ კომენტარებს აკეთებს, რასაც მერაბიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში, ნორმალურ ქვეყანაში, სულ მცირე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დაოყოვნებლივი საფუძველი გახდებოდა“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომლის შეფასებითაც, მერაბიშვილმა მის უფლებამოსილებას ყველა მიმართულებით გადააჭარბა.

„ის, რაც მერაბიშვილმა თქვა, სცილდება როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ, ზნეობრივ, მორალურ და ყველანაირ ჩარჩოებს“, - განმარტა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ მერაბიშვილის ინტერვიუს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება, რადგან „არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ“.

ჯი-ეიჩ-ენი

ახალი ამბები