კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდიამ პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

8 აპრილი, 2010

ცოტნე გამსახურდიამ სასამართლო პროცესზე პროკურორ მანანა მოსულიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

განსასჯელის პროტესტი გამოიწვია მანანა მოსულიშვილის განცხადებამ, რომელიც ეხებოდა ცოტნე გამსახურდიას ადვოკატების დაცვით სიტყვასთან დაკავშირებულ რეპლიკას.

როგორც მანანა მოსულიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუკი პოლიციელები ზეწოლას მოახდენდნენ ცოტნე გამსახურდიაზე, მაშინ მათთვის სასურველ ჩვენებასაც მიიღებდნენ, შესაბამისად, მანანა მოსულიშვილმა გამორიცხა დაკავების შემდეგ გამსახურდიას მიმართ პოლიციელების ზეწოლა.

ადვოკატებმა ამასთან დაკავშირებით დაცვითი სიტყვა წარმოადგინეს. მათ ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი და გამსახურდიას გათავისუფლება მოითხოვეს. მათვე მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯა.

მათივე განცხადებით, უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ზეწოლა განახორციელეს დაზარალებულ დავით ბაჯელიძეზე.

პროკურორმა ზურაბ კუპატაძემ კი აღნიშნა, რომ დავით ბაჯელიძის მიმართ ზეწოლის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მანამდე დაზარალებულ დავით ბაჯელიძის ადვოკატმა, ზურაბ როსტიაშვილმა წარმოადგინა თავისი სიტყვა, სადაც განაცხადა, რომ ბაჯელიძე თავს დაზარალებულად არ სცნობს და აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას მისთვის არ უსვრია.

როსტიაშვილის განცხადებით, ბაჯელიძე მოითხოვს ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამამართლებელ განაჩენს და იმის დადგენას, თუ ვინ ესროლა ბაჯელიძეს.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე იხილავს. რამდენიმე წუთში დაგეგმილია ცოტნე გამსახურდიას საბოლოო სიტყვა, რის შემდეგაც შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები