კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ალიანსმა“ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

12 აპრილი, 2010

ხელოვნურად მიწერილ პირებთან დაკავშირებით “ალიანსმა” პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. 

როგორც „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, თინა ხიდაშელი აცხადებს, ფაქტობრივად,  12 000-ზე მეტი პირია ხელოვნურად მიწერილი ამა თუ იმ მისამართებზე, რაც არა შეცდომა, არამედ კრიმინალია.

„ეს არის სიის ხელოვნურად გაყალბების მცდელობა და ცხადია,  კრიმინალური აქტია. ჩვენ გვაქვს  3 000-ზე მეტი განცხადება, სადაც ბინის მეპატრონე წერს, რომ   მათი ნებართვის გარეშე, მათ ბინებში მიწერილი არიან უცხო პირები. აღნიშნული  3 000 განცხადება „ალიანსში“ შემავალმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა,  მათმა ლიდერებმა და „ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა „ახალი მემარჯვენეების“ ოფისიდან მშვიდობიანი მსვლელობით პროკურატურაში მიიტანეს.

„მემარჯვენე“ მამუკა კაციტაძის თქმით, თუ არ გამოსწორდება ყველა  დარღვევა, მათ შორის ხელოვნურად მიწერილი პირებისა, ამომრჩეველთა სია არალეგიტიმური იქნება, ხოლო არჩევნები გაყალბებულად ჩაითვლება.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები