კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილთა ოჯახი ხურვალეთის დასახლებაში გაუსაძლის პირობებს უჩივის

13 აპრილი, 2010
გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის დასახლებაში, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად შიდა ქართლის სხვადასხვა სოფლებიდან დევნილი ადამიანები ცხოვრობენ.

როგორც რადიო „ჰერეთს“ ხურვალეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა დევნილმა, მარინა ბეჟაშვილმა განუცხადა, დასახლება უკვე 25-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა დატოვა.

„გაეროს პროგრამით აღარც პროდუქტებს გვაძლევენ და აღარც შეშა გვაქვს. მთელი ზამთარი სიცივეში გაგვატარებინეს. ხშირად ელექტროენერგიაც არ გვაქვს. ამიტომ დევნილთა ნაწილი, რომელსაც წასასვლელი გვქონდა ხურვალეთი დავტოვეთ და სახცოვრებლად დროებით ნათესავებთან გადავედით, მანამ სანამ ხურვალეთში პირობები არ გაუმჯობესდება“, - განაცხადა მარინა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, დასახლების დატოვების გადაწყვეტილება ავადმყოფობის გამოც მიიღო. ამბობს, რომ ექიმებმა მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, იქ კი მკურნალობისთვის არც პირობებია და არ ფინანსური საშუალება.

ერთადერთი დახმარება, რომელსაც ბეჟაშვილები სახელმწიფოსგან იღებენ, 3 სულზე 78 ლარია.

როგორც რადიო „ჰერეთს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა გულუამ განუცხადა, მათი სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი სურსათის მიწოდებაზე.

„ამ შემთხვევაში პასუხი გაეროს უნდა მოსთხოვოთ. რაც შეეხება ელექტროენერგიას, პასუხს ენერგოპროში გაგცემენ. ჩვენი მხრიდან რა პასუხისმგებლობაც გვაქვს, ყველაფერს ვასრულებთ“, – განაცხადა ეკა გულუამ.

რადიო „ჰერეთი“

ახალი ამბები