კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

13 აპრილი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში სოციალურად დაუცველმა მოქალაქე ლიდა ქოქოევამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ქოქოევა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრს საარსებო შემწეობის უკანონოდ შეწყვეტაში ადანაშაულებს და სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებადაცვითი ორგანიზაციის ოფისის დატოვებას არ აპირებს.

„მარტოხელა დედა ვარ. ბავშვი პატიმარი მყავს. ვცხოვრობ გურჯაანის კავშირგაბმულობის საყარაულო ოთახში 78 წლის მამასთან ერთად. ავადმყოფობის გამო არც მე და არც მამაჩემს ფიზიკური მუშაობა არ შეგვიძლია. 2009 წლის ოქტომბრის თვემდე ვიღებდი საარსებო შემწეობას. ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 43 710. ოქტომბრის თვეში გამოცხადდა სოციალური აგენტი ვინმე მორბელაძე, რომელმაც შეგვამოწმა და მოგვანიჭეს 79 610 ქულა, რის გამოც სოციალური დახმარება მოგვეხსნა. ჩემთვის გაურკვეველია, რის საფუძველზე გაიზარდა ქულების რაოდენობა. როგორც გითხარით, სამადლოდ საყარაულო ოთახში ვცხოვრობთ, სადაც ერთი საბჭოთა წარმოების მაცივარი, გაფუჭებული სარეცხი მანქანა და ნაჩუქარი ფერადი ტელევიზორი გვაქვს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სოციალურმა მუშაკმა დეკლარაცია ტენდენციურად შეავსო, არის ის, რომ ეროვნებით ოსი ვარ. ამ მიზეზით სამჯერ დამითხოვეს სამსახურიდან. განმეორებითი გადამოწმების თხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს არაერთხელ მივმართე, მაგრამ მითხრეს, ერთი წელი სანამ არ გავა, არ შეგამოწმებთო“, - აღნიშნავს ლიდა ქოქოევა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის კოორდინატორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, მოქალაქის პრეტენზიები სრულიად სამართლიანია. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, ქოქოევას საქმეზე რეაგირებისათვის მათ უკვე მიმართეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები