კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდება

14 აპრილი, 2010
ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრების საკითხზე ერთსულოვანია. ამიტომ მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც პოლიტპატიმართა მხარდაჭერას ითვალისწინებს. მემორანდუმზე ხელმოწერების შეგროვებაში ქვემო ქართლის ოპოზიციური პატრიებიც ჩაერთნენ.

„რეგიონის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები ვითანამშრომლებთ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. მათი რიცხვი 85-ს შეადგენს. ჩვენ დავგეგმავთ ღონისძიებებს ამ ადამიანების დასახმარებლად“, - ამბობს „ხალხის პარტიის“ წარმომადგენელი რუსთვში მამუკა ტაბატაძე.

პირველი ღონისძიება რეგიონში ხელმოწერების შეგროვებაა. მოსახლეობა პოლიტპატიმართა სიაზე და სპეციალურ განცხადებაზე ხელისმოწერით მათი პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტს დაადასტურებს.

ზოგადად პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს. მთავრობის კონტროლირებადი მედია ამ თემას არ აშუქებს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია დღემდე მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის მსჯელობის საგანია.

    მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები