კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილმა აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოს ინტერვიუში „მოდელირებულ ქრონიკაზეც“ ისაუბრა

14 აპრილი, 2010
მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოსთვის (NPR) მიცემულ ინტერვიუში ტელეკომპანია „იმედის“ „მოდელირებულ ქრონიკაზეც“ ისაუბრა.
ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა რობერტ საიგელმა საქართველოს პრეზიდენტს დაუსვა ეკითხვა, იცოდა თუ არა წინასწარ იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია მსგავს გადაცემას გაუშვებდა.

„ამის შესახებ ყველამ იცოდა, რადგან ტელეკომპანია გადაცემას რეკლამირებას მთელი კვირის განმავლობაში უკეთებდა. გიჟი უნდა ვყოფილიყავი, რომ მის გაშვებაზე  თანხმობა მიმეცა. გადაცემაში მთავარი, რაც ხდება, არის ის, რომ ქართული ჯარი ღალატს ჩადის და მე მკლავენ... ნებისმიერი მთავრობა გიჟი უნდა იყოს, ეს ორი რამ  გაუხარდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, იყო თუ არა დადგმული სიუჟეტი გათვლილი პანიკის გამოწვევაზე,  აგრეთვე, იმაზე, რომ ოპოზიციის ლიდერები პრორუსულ ძალებად მოენათლათ, სააკაშვილი უპასობს - „ის ხალხი, რომელიც სიუჟეტში ჩანს,  არჩევნებში არ მონაწილეობს“.

ამავე ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში, სადაც მცირე სარეკლამო ბაზარია, ტელევიზიები რეიტინგისთვის იბრძვიან.

„ეს ყველაფერი სარეკლამო ფულისთვის ხდება. ეს არის ის, რაზეც დღეს თავისუფალი ტელეარხები მუშაობენ. იყო გამომწვევი, ზოგჯერ - ზედმეტად გამომწვევი; იყო აღმაშფოთებელი, ზოგჯერ - ძალიან აღმაშფოთებელი; ჩვენ ასეთ ცხოვრებასთან შეგუება გვიწევს“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები