კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრები სიცივისგან ვერ იძინებენ

19 აპრილი, 2010

გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრებს გათბობა გაუთიშეს. მიზედად ადმინისტრაცია გაზაფხულის მოსვლას ასახელებს.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტს, ეკა ქობესაშვილს პატიმრებმა აცნობეს, ციხეში ორ კვირაზე მეტია, გათბობა აღარ არის, საკნებში კი გაუსაძლისი სიცივეა, განსაკუთრებით - ღამით. სიცივის გამო პატიმრები დაძინებას ვერ ახერხებენ. პატიმრის ახლობლებს, ასევე, არ ეძლევათ საშუალება, ციხეში თბილი ტანსაცმელი შეაგზავნონ.

ბადრაგი მსჯავრდებულებს ეუბნება, რომ მხოლოს ერთი თბილი მოსაცმელის ქონის უფლება აქვთ და აზრი არა აქვს ადვოკატისთვის სვიტერის ან სხვა თბილი ტანსაცმლის დაბარებას.

ანა შეშაბერიძე

ახალი ამბები