კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია ხელისუფლებას სტამბებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

19 აპრილი, 2010
„ხალხის პარტიის“ აჭარის ორგანიზაცია ხელისუფლებას სტამბებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, ბათუმში არსებული სტამბები წინასაარჩევნო მასალების დაბეჭდვაზე უარს აცხადებენ, რადგანაც მათ ოპოზიციის საარჩევნო პროგრამებისა და პლაკატების დაბეჭდვა აკრძალული აქვთ.

„სტამბებზე ხელისუფლების მხირდან არსებობს ზეწოლა, რის გამოც „ხალხის პარტიას“ აჭარაში არ ეძლევა წინასაარჩევნო მასალების დაბეჭდვის საშუალება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია საარჩევნო კამპანიის ნორმალური წარმოაება“, - აცხადებს „ხალხის პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჯუმბერ თავართქილაძე.

თავართქილაძის თქმით, „ხალხის პარტიამ“ აღნიშნული მოთხოვნით ბათუმში 3 სტამბას მიმართა და მათგან უარი დასაბეჭდი მასალების შინაარსის გაცნობის შემდეგ მიიღო. თავართქილაძე დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს თხოვს.

ხალხის პარტიის რეგიონული თავმჯდომარე აღნიშნული სტამბების დასახელებისგან თავი მათივე უსაფრთხოების მიზნით შეიკავა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები