კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავში ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის განთავსებას ითხოვს

20 აპრილი, 2010
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალი მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განთავსდება. მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა ეუთოსა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დასკვნა (2008წლის 11 სექტემბრის), რომ რეგიონებში ვიდეოთვალი შეიძლება გახდეს „ამომრჩეველთა შესაძლო დაშინების მიზეზი“.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ უამრავი რეკომენდაციიდან, რომელიც ხსენებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოგვაწოდეს, საარჩევნო კომისია უპირობოდ დაეთანხმა ამ უკანასკნელს.

3 აპრილის გადაწყვეტილება ვიდეოთვალთან დაკავშირებით, ასეთი დასკვნით სრულდება: „ვიმედოვნებთ, რომ ევროპული სტანდარტებისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი ადეკვატურად აღიქმება საზოგადოებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ“.

ცესკოს ასეთი იმედების მიუხედავად, ქვემო ქართლში ეს გადაწყვეტილება არჩევნების უკეთ გაყალბებისთვის გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება.

„მანახონ ერთი ამომრჩეველი, რომელიც უბანზე ვიდეოთვალის შიშით არ მიდის! ან ქალაქების ასეთი არჩევა რა ლოგიკაში ჯდება?! ე. ი რუსთავის ამომრჩეველი მშიშარაა და ქუთაისისა არა?! ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნების უკეთ გასაყალბებლადაა გაკეთებული. წინა არჩევნებზე უამრავი დარღვევა იყო იმ უბნებზეც, სადაც კამერები იყო, ახლა მათ გარეშე მოქმედების მეტი თავისუფლება ექნებათ. ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზეცაა გათვლილი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ ცესკოს და ვითხოვეთ კამერებით რუსთავის 86 უბნის უზრუნველყოფა“, - აცხადებს რუსთავში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისის ხელმძღვანელი ალეკო ახვლედიანი.

იმ შემთხვევაში, თუ ცესკო რუსთაველი „ქრისტიან-დემოკრატების“ მითითებას არ გაითვალისწინებს, მოძრაობა ამომრჩევლებში ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები