კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ხუთი დეპუტატი ისმენდა

21 აპრილი, 2010
21 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს მხოლოდ  ხუთი დეპუტატი ისმენდა. კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი, მისი მოადგილეები, ეკა ხერხეულიძე,  ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და კიდევ ორი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი. 

რაც შეეხება თავად სახალხო დამცველის ანგარიშს, კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი მას „საკმაოდ მწვავეს“ უწოდებს და მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სისტემასა თუ ბავშვთა სახლებში ასეთი სერიოზული მონიტორინგის შედეგები ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. თუმცა, გია არსენიშვილს მიაჩნია, რომ რეალური სურათის შესაქმნელად აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსმენაც. არსენიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ შენიშვნებია სახალხო დამცველის აპარატის მიმართაც, თუმცა მას ეს შენიშვნები ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ჯერ საუბრობს სასჯელაღსრულების სისტემაში, ბავშვთა სახლებში, სასამართლო სისტემასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში არსებულ პრობლემებზე. სახალხო  დამცველის მონაცემებით, საკმაოდ ცუდი ვითარებაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის მხრივ; ასევე პატიმრების პრესით მომარაგების საკითხში; იკვეთება  არაკვალიფიკაციური კადრების პრობლემაც.

რაც შეეხება ბავშვთა სახლებს, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საკმაოდ კრიტიკულია ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობის მიმართ და   აცხადებს, რომ ბავშვთა სახლებში ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს; თუმცა, გიორგი ტუღუში იმ პრობლემას უსვამს ხაზს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი კრიტერიუმები ძალადობისა – ყვირილი, დამცირება და ა.შ. - ბავშვთა სახლების თანამშრომლებს ძალადობად არ მიაჩნიათ და მათ ჩვეულებრივ სააღმზრდელო სატნდარტებად აფასებენ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებს, გიორგი ტუღუში   აცხადებს, რომ იკვეთება გამოძიების გაჭიანურების, არაადეკვატური რეაგირებისა და არაადეკვატური მოპყრობის პრობლემები.
 
„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები