კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციურმა პარტიებმა კომისიები „ნაციონალებით“ დააკომპლექტეს

21 აპრილი, 2010
ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოციზიურმა პარტიებმა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომელი წარადგინეს. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა საუბნო კომისიებშიც, ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილი კანდიდატები ფაქტობრივად „ნაციონალები“ არიან. უფრო მეტიც - მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობენ.

ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზეა განთავსებული და მათი წევრების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ნატალია აროშიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურიდან მინისტრის ბრძანების საფუძველზე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გათავისუფლდა. აროშიძეს საოლქო საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო არჩევნებზეც აღნიშნული თანამდებობა ეკავა. არჩევნების დასრულების შემდგომ კი ისევ საჯარო რეესტრს დაუბრუნდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დანიშნული დარეჯან რუსიეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი და თბილისის საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ გურიის კოორდინატორის ავთო ანთაძის (მეტსახელად „რობოტა“) ახლო ნათესავია. როგორც მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ კალანდაძემ გვითხრა, დარეჯან რუსიეშვილი ამჟამად შვებულებაში არ იმყოფება.

პარტიამ „ჩვენ თვითონ“ საოლქო საარჩევნო კომისიაში ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრის თანამშრომელი წარადგინა. „მრეწველებმა“ კი არჩევანი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფოთის სამმართველოს გურიის ზონის ზედამხედველზე სევერიან საჯაიაზე გააკეთა. საჯაია ამბობს, რომ ის არც თანამდებობიდან არის გათავისუფლებული და არც შვებულებაშია: „მე ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი ვარ. მინდა ღამის პირველ საათზე გავაკეთებ ჩემს საქმეს და მინდა დილის 7 საათზე. საქმეში ხელი არ მეშლება“.
 
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე ლევან ხინთიბიძე აცხადებს, საოლქო საარჩევნო კომისია კოლეგიალური საჯარო დაწესებულებაა და მასზე ვრცელდება კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. კატეგორიულად დაუშვებელია ორ სხვადასხვა საჯარო სამსახურში ერთდროულად ერთი და იგივე პიროვნება საქმიანობდეს და იღებდეს ანაზღაურებას (საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი მუხლი 64). ხოლო რაც შეეხება სკოლის პედაგოგს, აქ ცოტა განსხვავებულადაა საქმე, სკოლის პედაგოგს შეუძლია, იყოს საარჩევნო კომისიის წევრი, მაგრამ ერთი სამსახური მეორეს ხელს არ უნდა უშლიდეს, ანუ ამ შემთხვევაში ორივე სამსახური უნდა იყოს თავსებადი. თუკი პედაგოგს შვებულება არა აქვს აღებული და მისი პედაგოგიური საქმიანობა ემთხვევა საარჩევნო კომისიის ფუნქციონირების რეჟიმს, ამით გამოდის, რომ ან ერთ საქმეს ვერ აკეთებს სრულფასოვნად ან მეორეს, რაც ასევე დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები