კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერეკლე კოდუა სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე ახალაიების კლანის წევრით ჩაანაცვლეს

23 აპრილი, 2010
„პირველის“ ინფორმაციით, შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ახალი შეფი დევი ჭელიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) კადრია. შესაბამისად, ჭელიძე კუდ-ის რეალურ უფროსთან დათა ახალაიასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან დაახლოებული პირია.

სამართალდამცველი ორგანოების კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის საუბრის სკანდალური ფარული ჩანაწერების ავტორის ერეკლე კოდუას თანამდებობრივი დაქვეითება მისი პოლიტიკური ვექტორის შეცვლას უკავშირდება. კერძოდ, ერთ დროს ვანო მერაბიშვილის „მარჯვენა ხელი“ კოდუა ადეიშვილ-უგულავა-„თავისუფლების ინსტიტუტის“ სახელისუფლებო ბანაკისკენ  გადახრაშია „ეჭვმიტანილი“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ვანო მერაბიშვილის უშუალო ბრძანებით, ერეკლე კოდუას ოჯახის წევრი – ცოლისძმა მიხეილ ჟორჟოლიანი სხვა რამდენიმე პირთან ერთად სამართალდამცველებისთვის წინაღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამ ინციდენტს წინ უსწრებდა საკმაოდ გახმაურებული სკანდალი კოდუასა და ახალაიას შორის, რომელიც, კულუარული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. იმავე პერიოდში დაიძაბა ურთიერთობა ერეკლე კოდუასა და ვანო მერაბიშვილს შორისაც.

გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრმა საკუთარი გავლენიანი მაღალჩინოსანი უწმაწური სიტყვებით შეამკო. ამ ინციდენტს უკვალოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე დღეში კუდ-ის ხელმძღვანელების უშუალო ბრძანებით, ლილოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ერეკლე კოდუას კუთვნილი ძვირადღირებული ავტომანქანაც დააკავეს, რომელიც მას აღარ დაუბრუნდა. ამასთან, კულუარული ინფორმაციით, კოდუას დაქვეითება მხოლოდ მის პოლიტიკურ ფერიცვალებას არ უკავშირდება და ძალოვანი მაღალჩინოსნების ინტერესები სარფიანი ბიზნესების გადანაწილების სფეროშიც გადაიკეთა.

ძალოვანი უწყებების კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ კოდუების კლანის „გაზრდილი მადით“ პრეზიდენტი სააკაშვილიც შეწუხებულა. მოჰყვება თუ არა უკვე განხორციელებულ გადაადგილებას სხვა ხმაურიანი საკადრო ცვლილებები, „პირველისთვის“ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შსს-ს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მერაბიშვილ-ახალაიების სახელისუფლებო ჯგუფმა ამ ცვლილებით კოდუა მოიშორა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები