კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნოღაიდელის პარტია სახელისუფლებო ზეწოლას უჩივის

23 აპრილი, 2010
         
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ნუკრი შათირიშვილი კვლავ პარტიის წევრების დევნაზე საუბრობს. მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მისი თანამოზრეების მსგავსად იმ ადამიანების უფლებებიც ირღვევა, რომლებით თუნდაც სულ ერთხელ შედიან ნოღაიდელის პარტიის ადგილობრივ ოფისებში.

„დაახლოებით ათი დღის წინ სოფელ სართიჭალაში მცხოვრები ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ჩვენი პარტიის მუშაობით დაინტერესდა. მას საუბარი ჰქონდა ჩვენს ადგილობრივ კოორდინატორ ვალიკო ბერიძესთან. მოქალაქე სურვილს გამოთქვამდა გარკვეული ფორმით ჩვენთან სამომავლო თანამშრომლობაზე. ზუსტად მეორე დღეს მას მიაკითხეს და უთხრეს, რომ ჩვენთან სტუმრობა ძვირად დაუჯდებოდა. ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით მივმართავთ პოლიციას. ცხადია, მათი რეაგირების იმედი არ გვაქვს, მაგრამ მათთან შეტანილი განცხადების ასლს ამერიკის სალჩოში გავაგზავნით“, – ამბობს შათირიშვილი.

მისი აზრით, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის გამო მათთან ურთიერთობაზე უარი თქვა თეთრიწყაროს კოორდინატორმაც, ასევე პრობლემები შეექმნა მარნეულის კოორდინატორის ფირან მაისურაძის მეუღლეს სამსახურში: „იგი საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ჩვენი ჩარევის შედეგად, საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გაუთავისუფლებიათ. ასეთივე ზეწოლა ხორციელდება გარდაბანში ჩვენს სამივე წარმომადგენელზე. მსგავსი ვითარების გამო ვერ ვახერხებთ აქტიურ მუშაობას“.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვემო ქართლის ოპოზიციური პარტიები მათზე ზეწოლის ფაქტებზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები