კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამგებლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები პარლამენტში განიხილეს

26 აპრილი, 2010
კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები პარლამენტში, ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე  განიხილეს. ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა ისაუბრა.

მისი თქმით, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კახეთში 8 გამგებელი შვებულებაშია გასული, მათგან სამი მაჟორიტარად კენჭისყრას გეგმავს, თუმცა შვებულებაში გასვლის მიუხედავად, ეს გამგებლები საკუთარ კაბინეტებში თათბირებს და შეხვედრებს მართავენ და ამავე დროს, სამსახურებრივ მანქანებსაც იყენებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გამგებლების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხით დაინტერესდება და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები