კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არველაძისა და წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი უცხოელმა სპეციალისტებმა შეისწავლეს

27 აპრილი, 2010
ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელის გიორგი არველაძისა და მისი მოადგილე ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა უცხოელმა სპეციალისტებმა შეისწავლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.

წყაროს ინფორმაციით, ჩანაწერის ექსპერტიზა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩატარდა. კვლევით დადგინდა, რომ ჩანაწერი ავთენტურია და ფაბრიკაციას არ წარმოადგენს. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ ვისი დაკვეთით ჩატარდა ექსპერტიზა.

15 მარტს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ-საიტზე, „ფორუმ.გე“-ზე გამოქვეყნდა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, სადაც თითქოს „ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელის გიორგი არველაძისა და მისი მოადგილის ეკა წამალაშვილის საუბარია.

 აუდიომასალის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი არა თუ საქმის კურსში იყო „მოდელირებული ქრონიკის“ მომზადებასთან დაკავშირებით, არამედ გიორგი არველაძეს სთხოვა, არც ტიტრის დადება მომხდარიყო და არც გადაცემის დასაწყისში ყოფილიყო განმარტებული, რომ იმიტაციაა.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით 13 მარტს „ქრონიკის“ „მოდელირებული გამოშვება“ გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია „იმედის“ ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები