ყველანი შვებულებაში!
27.04.2010
თელავის მუნიციპალიტეტში 26-ვე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შვებულებაში გავიდა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ხატიაშვილმა განუცხადა.
„შვებულებაში ყველა გავიდა. მეტს ვერაფერს გეტყვით. მოქალაქეთა მიღება მაქვს და არ მცალია“, - განაცხადა გიორგი ხატიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დავით ქსოვრელიშვილის განცხადებით, ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები შვებულებაში იმის გამო გავიდნენ, რომ ზოგიერთი კენჭს იყრის, ზოგი კი წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული.
„26 ტერიტორიული ორგანო გვაქვს. აქედან 4 ქალაქ თელავში და 22 სოფლებში. შვებულებაში ყველა რწმუნებული გავიდა“, - აღნიშნა დავით ქსოვრელიშვილმა.
შვებულებაში გასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებმაც. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გია ცინცაძის განცხადებით, რწმუნებულები შვებულებაში 1 მაისიდან გავლენ.
დედოფლისწყაროში 1 რწმუნებულია შვებულებაში გასული, სიღნაღში - 2.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გიორიგი სიბაშვილი პროკურატურას მისი საქმის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს
შს სამინისტრომ სამალავებში ადამიანთა წამების ამსახველი ვიდეოფირები აღმოაჩინა
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?