კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ოფიციალური მოტივი დაასახელა

28 აპრილი, 2010
პროკურატურამ კახეთის რეგიონალური სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელების დაკავების მიზეზებზე ინფორმაცია გაავრცელა. კახეთის საოლქო პროკურატურის ცნობით, კახეთის რეგიონალური სავაჭრო სამრეწველო პალატის ექსპერტი კახი გემაზაშვილი, სპეციალისტი თემურ მახათელაშვილი და პალატის უფროსი კონსტანტინე მახათელაშვილი, ყალბი სავაჭრო სამრეწველო პალატის ექსპერტიზის აქტებით დახმარებას უწევდნენ პირებს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ექსპორტში.

პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი სიყალბის დადგენა მას შემდეგ მოხერხდა, რაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის საგამოძიებო ჯგუფისა და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა თურქეთის სახელმწიფო ნომრით სატვირთო ავტომანქანა „მანი“ დააკავეს, რომლის მისაბმელზეც თურქეთის სახელმწიფოში საექსპორტოდ გასაგზავნი უკანონოდ მოპოვებული 27 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის სამასალე მერქანი აღმოჩნდა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ხე-ტყის უაკნონოდ გაჩეხვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდებით დაკავებულები არიან ახმეტაში მცხოვრები ზაზა გომელაური, ზვიად და ოლეგ ოთარაშვილები და ნუგზარ ბეჟანოვი.

როგორც საოლქო პროკურატურაში განაცხადეს, საქმეზე მიმიდინარეობს გამოძიება ჯგუფის სხვა დანარჩენი წევრების დადგენა დაკავების მიზნით.

შეგახსენებთ - იმ პერიოდში, როცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულად იყო გამწესებული, კახი გემაზაშვილი კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა, კოტე მახათელაშვილი კი სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის კახეთის სამმართველოს უფროსი იყო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გემაზაშვილი 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თელავში კენჭისყრას გეგმავდა, თავდაპირველად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიიდან, თუმცა მოგვიანებით ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის პარტიულ სიაში შეიყვანა და რამდენიმე დღეში დააკავეს კიდეც.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები