კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამგებლები გადადგნენ, მაგრამ მაინც გამგებლობენ

28 აპრილი, 2010
საგარეჯოს მუციპალიტეტის გამგებელი გია ჩალათაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოზალიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი თანამდებობებიდან გადადგნენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჩალათაშვილი, გოზალიშვილი და ბაღაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, ხოლო გიორგი ჩივიაშვილი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს გურჯაანის მუნიციპალიტეტში იყრის. ყოფილი გამგებლები არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მიიღებენ მონაწილეობას.

თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, ყოფილი გამგებლები ამ დრომდე სარგებლობენ სამსახურებრივი მანქანებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოსახლეობას ხვდებიან და რაიონში არსებულ პრობლემებზე რეაგირებას საბიუჯეტო რესურსებით ახდენენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები