კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესის თავისუფლების ხარისხით საქართველო 126-ე ადგილზეა

30 აპრილი, 2010
 
Freedom House-მა მსოფლიოში პრესის თავისუფლების რეიტინგი „პრესის თავისუფლება -2010“ გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველო, ჰონდურასთან, ნეპალთან და პარაგვაისთან ერთად, 126-ე ადგილს ინაწილებს (რეიტინგი 59) და მინიჭებული აქვს ნაწილობრივ თავისუფალის (partly free) სტატუსი.

მსოფლიოში პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხია ფინეთში, ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვედეთში (ამ ქვეყნების რეიტინგია - 10). პირველ ათეულში შედიან, ასევე: დანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ანდორა, შვეიცარია, ლიხტენშტეინი. ამ ქვეყნებს მინიჭებული აქვთ თავისუფალის (free) სტატუსი.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სიაში პირველია ესტონეთი, რომელიც, გერმანიასთან ერთად, მე-19 ადგილს ინაწილებს (რეიტინგი 17) და მინიჭებული აქვს თავისუფალის სტატუსი. შემდეგ მოდის ჩეხეთი, რომელიც, ასევე, თავისუფალი პრესის ქვეყნად ითვლება და 24-ე ადგილს აშშ-სთან ერთად იყოფს.

სომხეთი 146-ე ადგილზეა (რეიტინგი 66), ხოლო აზერბაიჯანი 172-ე  - ადგილზე  (რეიტინგი 78). ორივე ქვეყანას არათავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

რაც შეეხება რუსეთს,  სიაში 175-ე ადგილზეა გამბიასთან ერთად (რეიტინგში 81) და არათავისუფალის სტატუსით (not free) სარგებლობს. სიაში ბოლო ადგილზეა ჩრდილოეთ კორეა.

რეიტინგში სულ 196 ქვეყანა მოხვდა. აქედან თავისუფალის სტატუსი მნიჭებული აქვს 69 ქვეყნას (35%), ნაწილობრივ თავისუფალის 64-ს (33%) და არათავისუფალის 63-ს (32%).

ანგარიშის პრესრელიზში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული,  ნათქვამია, რომ მსოფლიოში პრესის თავისუფლების ხარისხი წინა წელთან შედარებით შემცირდა. დედამიწაზე ყოველი ექვსი ადამიანიდან მხოლოდ ერთი ცხოვრობს თავისუფალი პრესის ქვეყანაში.

პრესის თავისუფლების ხარისხი, ძირითადად, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გაუარესდა. ერთადერთი, სადაც პრესის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესდა, აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონია.

ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნულია, რომ ჩინეთში, რუსეთში, ვენესუელასა და სხვა ქვეყნებში მედიის მუშაობაში სახელმწიფო სისტემატურა ერევა.

პრესის თავისუფლების მხრივ ყველაზე უარესი ვითარება შემდეგ ქვეყნებში -  ბელორუსი, ბირმა, კუბა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ირანი, ლივია, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი და უზბეკეთი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აქ პრესის თავისუფლების ხარისხი საერთოდ არ არსებობს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები