კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ „ეროვნული საბჭოს“ აქტივისტები დააკავა

3 მაისი, 2010
საარჩევნო საკითხებში „ეროვნული საბჭოს“ კოორდინატორის, ლადო ბოჟაძის ინფორმაციით, 2 მაისს პოლიციამ აბაშასა და თიანეთში „ეროვნული საბჭოს“ აქტივისტები დააკავა.

დაკავებულია საბჭოს წარმომადგენელი აბაშის მეოთხე საარჩევნო უბანზე ელგუჯა გაბისკირია და თიანეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატებად დასახელებული გივი ჩილაური (ზარიძეების საარჩევნო ოლქი) და გია ბერბერაშვილი (ტუშურების საარჩევნო ოლქი).

ბოჟაძის ცნობით, ელგუჯა გაბისკირია, რომელიც საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასასწრებად მიდიოდა, ავტობუსის გაჩერებასთან უმიზეზოდ დააკავა პოლიციის თანამშრომელმა ოტია გაბელაიამ და ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, პოლიციის აბაშის რაიონულ განყოფილებაში წაიყვანა.

„ამჟამად „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენლები ზუგდიდის პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან და ელგუჯა გაბისკირიას დაკავების ფაქტს აპროტესტებენ. პოლიტიკური ძალადობის მორიგ გამოვლინებასთან დაკავშირებით კი „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლოთი ქობალია საგანგებო ბრიფინგს გამართავს“, - განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2 მაისს პოლიციამ თიანეთში ასევე უმიზეზოდ დააკავა „ეროვნული საბჭოს“ მიერ თიანეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატებად დასახელებული გივი ჩილაური და გია ბერბერაშვილი. ისინი მცხეთაში გადაიყვანეს და ამჟამად მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, ალექსანდრე მაისურაძის კაბინეტში იმყოფებიან“, - აცხადებს ბოჟაძე.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, დაკავების წინა დღეებში ორივე მათგანზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდებოდა. მათგან ითხოვდნენ, რომ ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურები მოეხსნათ.

„ეროვნული საბჭო“ ელგუჯა გაბისკირიას, გივი ჩილაურის და გია ბერბერაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის შეწყვეტას და ქვეყანაში ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს შექმნას ითხოვს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები