კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია პოლიციის დღეს საპროტესტო აქციებით აღნიშნავს

3 მაისი, 2010
ოპოზიციის წარმომადგენლები 6 მაისს საპროსტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა ეკა ბესელიამ, ლევან გაჩეჩილაძემ, ნინო ბურჯანაძემ და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს.

ეკა ბესელიას თქმით, 6 მაისს, 10:00 საათზე შეიკრიბებიან მეტროსადგურ „ვარკეთილთან“, საიდანაც მოეწყობა საპროტესტო მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობისკენ.

6 მაისს გაიმართება მეორე აქციაც -  17:00 საათზე სააკაძის მოედნიდან   პოლიციის სამმართველოსკენ მსვლელობა მოეწყობა.

„6 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღის აღნიშვნას აპირებს. გიორგობა გამოცხადდება პოლიციის დღედ. ქვეყანაში პოლიციური რეჟიმია დამკვიდრებული, ასეულობით ადამიანი პოლიციური ძალადობის მსხვერპლია, 60 პოლიტპატიმარი და ათეულათასობით უკანონო პატიმარია; გასული წლის 6 მაისს ხალხის მიმართ პოლიციამ სისასტიკე გამოიჩინა და სწორედ ამ დღეს ხელისუფლება აპირებს,   პოლიციის ზეიმი გამართოს. აღნიშნული ფაქტი ჩვენში პროტესტს უნდა იწვევდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

6 მაისს შს სამინისტროს ახალ შენობასთან პოლიციის აღულმი უნდა გაიმართოს. აღლუმის რეპეტიცია 2 მაისს უკვე ჩატარდა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები