კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო კომისიების წევრთა 90 პროცენტზე მეტი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას წარმოადგენს

4 მაისი, 2010
როგორც  „სამართლიანი საქართველოსთვის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციაში აცხადებენ, სარჩევნო უბნებში გამოკრული სიები რეალობას არ შეესაბამება.

მათივე ინფორმაციით, 1990 წლის არჩევნებზე ოზურგეთში 61 280 ამომრჩეველი იყო. ცესკოდან ახლახანს ჩამოსული სიის მიხედვით კი, მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობა 65 421-მდე გაიზარდა. ეს მაშინ, როცა „სამართლიანი საქართველოსთვის“ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 1800 სახლი მიტოვებულია. საარჩევნო უბნები გაიხსნა და საარჩევნო სიები გამოიკრა, ამ ოჯახების წარმომადგენელთა გვარები სიებში მაინც აღმოჩნდა, მათ შორის - გარდაცვლილთა გვარებიც.

„სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კომისიებში თავიანთი კვოტები ხელისუფლებას გადაულოცა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ამის შემდეგ კომისიები საჯარო  მოხელეებით დაკომპლექტდა და ამ წუთისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა 90 პროცენტზე მეტი ფაქტობრივად სახელისუფლებოა.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები