კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ს საელჩომ თანამშრომლებისთვის პანკისის ხეობაში გადაადგილება შეზღუდა

4 მაისი, 2010
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს აშშ-ის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მოგზაურობისგან. ასევე, აშშ-ს საელჩოს გადაწყვეტილებით საელჩოს თანამშრომლებისთვის შეიზღუდა ვიზიტები პანკისის ხეობაში. განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპრატამენტი კიდევ ერთხელ აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს საქართველოს გარკვეულ რეგიონებში მოგზაურობის საფრთხეებთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველოში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებისთვის შეზღუდულია პანკისის ხეობაში მოგზაურობა“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

პანკისის ხეობაში რაიმე საფრთხის არსებობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ქოქიაშვილი.

„აბსოლუტურად მშვიდი მდგომარეობაა. არანაირი საფრთხე იქ არ არსებობს“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები