კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდიამ ისევ შიმშილობა დაიწყო

4 მაისი, 2010
3 მაისს ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

„მრგვალი მაგიდის“ პრესსამსახურის ცნობით, შიმშილობის მიზეზი სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარი ფაქტი გახდა.

„დაწესებულების დირექტორმა ბუთლიაშვილმა 30 აპრილს პატიმარ ტარიელ საყვარელიძეს სასტიკად სცემა. გამსახურდია ამ ფაქტს აპროტესტებს და მოითხოვს ადამიანის უფლებათა დამცველებმა, ადვოკატებმა, მონიტორინგის ჯგუფმა დაწესებულებაში არსებული სიტუაცია შეისწავლონ“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

სამართალდამცველებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია 27 ოქტომბერს დააკავეს. გამსახურდიას მსჯავრი განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში დაედო. მას 9 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიესაჯა.
   
„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები